საერთაშორისო ფესტივალი ,,კერამიკის ალქიმია“

05 სექტემბერი, 2019

არქეოლოგიურ მუზეუმში საერთაშორისო ფესტივალი ,,კერამიკის ალქიმია“ გაიხსნა. ფესტივალში წელს მონაწილეობას ღებულობს ქართველი, თურქი და ლატვიელი 12 კერამიკოსი და 10 სტუდენტი,რომელთა ნამუშევრებიც, ღონისძიების ფარგლებში, გამოიფინა. ფესტივალის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრო. წელს, ფესტივალის ძირითადი ნაწილი საგანმანათლებლო მიმართულებას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის კერამიკულ სახელოსნოში საერთაშორისო დონის კერამიკოსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებსა და თემატური ლექციებს ატარებენ.

დატვირთული იყო ფესტივალი კულტურული ტურიზმის მიმართულებით. ფესტივალის ფარგლებში ერას მოედანზე ეწყობოდა გამოფენა-გაყიდვები. ჩარხზე თიხის ამოყვანისა და ნაკეთობებზე მოხატვის სახალისო მასტერკლასები. პროფესიონალი კერამიკოსები ღია ცის ქვეშ აჩვენებდნენ კერამიკის გამოწვის ცეცხლოვან ალქიმიებს. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ფესტივალი საზეიმოდ 5 სექტემბერს დაიხურება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები