2020 წლიდან სამინისტრო სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ იმ პირებს დაეხმარება, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდებათ

05 სექტემბერი, 2019

🔵 2020 წლიდან პირველად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ იმ პირებს გაუწევს, რომლთაც შეუსრულდებათ 18 წელი და ვეღარ ისარგებლებენ "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით".

☑️ „მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის“ ახალ პროგრამაში ის პირები ჩაერთვებიან, რომლებიც აღარ იქნებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ და ვერ მოახერხებენ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას.

▶️ სამინისტრო მინდობით აღზრდაში მყოფ სრულწლოვან პირებს ფინანსურად 18 დან - 25 წლამდე პერიოდში უზრუნველყოფს. მათ უწყება ყოველთვიურად დაახლოებით 465 ლარს გამოუყოფს.

☑️ პროგრამით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალიდან წარმოდგენილი სიისა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე. ბენეფიციარს ყოველთვიურად ჩაერიცხება თანხა საბანკო ანგარიშზე.

☑️ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მატერიალური დახმარების გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი იქნებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები