გავლენიანი არაბული გამოცემები აჭარაზე სტატიებს ამზადებენ

24 სექტემბერი, 2019

 
აჭარაში მოგზაურობის შესახებ სტატიებს Kuwait Times, Times და სხვა არაბული გამოცემები ამზადებენ. ჟურნალისტებმა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ქუვეითიდან და საუდის არაბეთიდან რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. ბათუმისა და ქედის ტურისტული პოტენციალის გაცნობის შემდეგ ისინი მტირალას ეროვნულ პარკს სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნეს და ტურისტული სერვისებით ისარგებლეს. არაბი ჟურნალისტები რეგიონს ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წელს პირველად სტუმრობდნენ.

აჭარის შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ბლოგები წელს ბრიტანეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, ისრაელში, გერმანისა და მეზობელ ქვეყნებში გამოქვეყნდა. რეგიონში მოგზაურობას ვრცელი სტატიები მიუძღვნა ისეთმა გავლენიანმა გამოცემებმა, როგორებიცაა Vogue, „კოსმოპოლიტანი“, „ფორბსი“, Emerging Europe და Travel.

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წელს რეგიონში 400-მდე უცხოელმა ჟურნალისტმა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა იმოგზაურა. მათ მოწვევა რეგიონში წლის ბოლომდე გაგრძელდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები