„განდაგანა“ - პოპულარულ ფესტივალს ბათუმი წელსაც უმასპინძლებს

25 სექტემბერი, 2019

12-13 ოქტომბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს. სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიმართულებით ყველაზე საინტერესო და პოპულარული ფესტივალი წელსაც ტრადიციულად ევროპის მოედანზე გაიმართება. ორი დღით, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით ბათუმის შუაგულში იქნება წარმოდგენილი, რაც საშუალება მისცემს ფესტივალის სტუმრებს აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.

 

„განდაგანა“-ს ფარგლებში იგეგმება კულინარიული და ცეკვის მასტერკლასები, მხიარული შეჯიბრებები და სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ფესტივალის სტუმრებისთვის. მრავალფეროვანი იქნება ფესტივალის მუსიკალური პროგრამაც, რომელშიც ძირითადად ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და ბენდები მიიღებენ მონაწილეობას.

 

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები