დავასუფთაოთ მსოფლიო 2019!

25 სექტემბერი, 2019

   დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ - 25 სექტემბერს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო და სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტო შეუერთდა.

   ამ ღონისძიების ფარგლებში მოხდა სტუდენტებისა და მოსწავლეების მობილიზება, მათი შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა და დასუფთავების აქციის გამართვა ყოფილი პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სანაპირო ზოლი სამრეწველო და სხვა სახის ნარჩენებისგან გაიწმინდა.

   აქტივობაში მონაწილეობას იღებდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეკო-კლუბ - „ცისნამის“ აღსაზრდელები.

   ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოებაში, განსაკუთრებით მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები