ენების ევროპული დღეები

26 სექტემბერი, 2019

2019 წელს ენების ევროპული დღე მთელ საქართველოში  26 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე აღინიშნება. აჭარის რეგიონში 26 და 27 სექტემბერს ღონისძიებას უერთდება  იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლა, ასევე, სკოლა ‘’ევრო 2000’’, შ.პ.ს. ‘’განათლება" და ქართულ-ამერიკული სკოლა. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს სახალისო კონკურსებსა და თამაშებს, შემეცნებით თუ გასართობ სავარჯიშოებს, მუსიკალურ თუ ციფრულ ანიმაციებს. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა უკეთ გაეცნონ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულ თუ ენობრივ თავისებურებებსა და ღონისძიების დასასრულს მიიღონ პრიზები.

 ენების ევროპული დღე 2001 წელს დაწესდა ევროპის საბჭოს მიერ, რათა აღენიშნა ევროპის კულტურული მრავალფეროვნება და მრავალენოვნება. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება 26 სექტემბერს. მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები რვაასი მილიონი ადამიანის წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ. ლინგვისტური მრავალფეროვნება კულტურათაშორისი თავისებურებებისა და ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. ამდენად, ევროპის საბჭო ფართო პოპულარიზაციას უწევს პლურილინგვიზმს მთელ ევროპაში.

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები