იტალიური გამომცემლობა "ლეონიდას" წარმომადგენლების ვიზიტი ბათუმში

26 სექტემბერი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე და საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი კალაბრიის რეგიონიდან ჩამოსულ სტუმრებს შეხვდნენ.

იტალიური გამომცემლობა „ლეონიდას“ (www.editrice-leonida.com) ხელმძღვანელმა დომენიკო პოლიტომ და მხატვარმა ალესანდრო ალეგრიმ სამინიტროს კალაბრიის რეგიონალური სათათბიროს ხელმძღვანელის ნიკოლა ირტოსგან სამინისტროს ხელმძღვანელობის მოწვევის წერილი და სამახსოვრო ალბომი გადასცეს.

ორი იტალიელი სტუმარი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ კულტურული ღონისძიებების ორგანიზების მხარდაჭერის ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ მონაწილეები იყვნენ. სტუმრების განმარტებით შუახევსა და ხულოს მუნიციპალიტეტში გატარებული 5 დღე მათთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მატარებელია. ის კონტაქტები, რაც აჭარის მაღალმთიან მოსახლეობასთან, ოფიციალურ პირებთან დამყარდა მომავალში თანამშრომლობის საუკეთესო პერსპექტივებს უხსნის ორ რეგიონს.

კალაბრია „Terra di Mare“ „ზღვის მიწა“ იტალიის ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონია, ამასთანავე უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი. სტუმარმა თავისი გამომცემლობის „ლეონიდას“ მიერ გამოცემულ წიგნებს შორის დავით მაღრაძის იტალიურ ენაზე ნათარგმნი პოეზია, იტალიაში და ევროპაში უკვე სახელგანთქმული რუსკა ჟორჟოლიანის ნაშრომები ახსენა.
სტუმრის განმარტებით „ზე-კართან “ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა მას უბიძგა აჭარის მწერალთა სახლთან უფრო ახლო ურთიერთობების დამყარებისკენ და გაჩნდა იდეა, რომ კალაბრიის ცნობილი წიგნის „ქსენია ფესტივალი“ და „ზე-კართან“ დაძმობილებული ფესტივალის სტატუსი მიიღონ. სტუმრებმა სამინისტროსადმი მადლიერება გამოხატეს ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.
ასევე აღსანიშნავია, რომ მხატვარმა ალესანდრო ალეგრიმ ტილოზე შექმნილი ნახატი სამინისტროს დაქვემდებარებულ ხალხური ხელოვნების სკოლას გადასცა.

აჭარისადმი იტალიელი გამომცემლობის ინტერესი გამოიწვია იტალიის, ლომბარდიის რეგიონში არსებული ქართული სათვისტომოს "სამშობლო გულით სატარებლის" მხრიდან ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციამ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები