„კლუბი სინერგიას“ პრეზენტაცია

30 სექტემბერი, 2019

ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის ქ. N12-ში, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი „კლუბი სინერგია“ გაიხსნა.
ცენტრის მიზანია მოზარდებსა და ახალგაზრდებში ფსიქოაქტიური საშუალებების ავადმოხმარების და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია.

ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც უფასო მომსახურებას გაუწევენ 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, აგრეთვე მათი ოჯახების წევრებს.

ცენტრის პრეზენტაცის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი და ქალაქ ბათუმის მერიის მოადგილე, ლელა სურმანიძე დაესწრნენ.

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ბათუმში ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის“ ორგანიზებით და ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით ფუნქციონირებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები