სოციალური პარტნიორობის კომისიის სხდომა

02 ოქტომბერი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის მესამე სხდომა ჩატარდა.

სხდომას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა.

სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა - ილია ვერძაძემ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ - ირაკლი პეტრიაშვილმა და უკრაინის პროფკავშირების ფედერაციის პრეზიდენტმა - გრიგორ ოსოვოიმ, რომლებმაც ისაუბრეს რეგიონულ დონეზე კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე, სოციალური პარტნიორობისა და დიალოგის შედეგად პრობლემების მოგვარების შესაძლებლობაზე.

სხდომაზე მხარეებმა, 2019 წლის 15 მარტის კომისიის სხდომის საოქმო გადაწყვეტილებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს, შვებულების გამოთვლის შესახებ საკითხის შესწავლის, შესაბამისი რეკომენდაციის პროექტის მომზადებისა და მისი კომისიისათვის წარსადგენად დამატებით ორი თვის ვადა მისცა.

ასევე შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ორი თვის ვადაში კომისიას წარუდგენს სამოქმედო გეგმას.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 24 აპრილის N10 დადგენილებით შეიქმნა.

სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა განახორციელა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO).

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები