იტალიური ენა რეგიონის ხუთ საჯარო სკოლაში ისწავლება

04 ოქტომბერი, 2019

დღეს, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მოადგილე ალექსანდრე დავითაძე ქალაქ ბათუმის N6 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ და იტალიური ენის გაკვეთილს დაესწრნენ. ელჩმა სამინისტროს მადლობა გადაუხადა იტალიური ენის სწავლების ხელშეწყობისათვის. მინისტრმა თავისმხრივ მადლობა გადაუხადა პედაგოგს გაკვეთილის საინტერესოდ ჩატარებისთვის და ასევე, მშობლებსა და მოსწავლეებს ევროპული ენის სწავლების მხარდაჭერისთვის.

2018-2019 სასწავლო წლიდან, იტალიის საელჩოს ძალისხმევითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სკოლებში შესაძლებელი გახდა იტალიური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლება. ქართულ-იტალიური საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია - ა(ა)იპ „მინერვამ“, რომელიც აღნიშნული პროექტის კოორდინატორია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შეადგინა იტალიურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი/პროგრამა და შესაბამისად, ამავე სასწავლო წლიდან დაიწყო იტალიური ენის სწავლება სკოლებში.

აღნიშნულ პროგრამაში აჭარის რეგიონის საჯარო სკოლები ჩაერთნენ. რეგიონის მასშტაბით პროგრამაში მონაწილეობს 5 საჯარო სკოლა: ბათუმის N1, N2, N6, ქობულეთის N1 და N6 საჯარო სკოლები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები