„ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“

01 ნოემბერი, 2019

7 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამოფენა-კონცერტი  „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ გაიმართება. ღონისძიებაზე, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანას მუსიკალური ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები გაცოცხლდება. კონცერტზე ჭვანის ტრადიციული ზეპირსიტყვიერების, ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები  იქნება წარმოდგენილი.

 

კონცერტის დაწყებამდე, მუსიკალური ცენტრის ფოიეში ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია მოეწყობა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საზოგადოებას ხეობაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმას გააცნობს. განვითარების გეგმაში ასახულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს;

 

პრეზენტაციისა და კონცერტზე დაწრებამდე ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ მუსიკალური ცენტრის ფოიეში ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები დაათვალიერონ. ხეობის ეთნოგრაფიული მასალები, მკვლევართა ჩანაწერებისა და არქეოლოგიური არტეფაქტების გამოფენა მუსიკალულ ცენტრში 18:00 საათზე გაიხსნება.

 

პროგრამა:

  • 18:00 საათ - ეთნოგრაფიული გამოფენის გახსნა

  • 19:00 საათ - ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია

  • 19:30 საათ - კონცერტის დასაწყისი

     

საღამო  გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო  მუსიკის XIV საერთაშორისო ფესტივალი“-ს ფარგლებში ტარდება 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები