ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება

04 ნოემბერი, 2019

ქალაქ ბათუმის „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 250 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლისა და 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და ხელშეკრულება გაფორმდა სამშენებლო კომპანია „დაგთან“ ღირებულებით 11 399 994,04 ლარი.

„განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კონცეფცია მოიცავს ერთ სივრცეში განთავსდეს - ე.წ. ,,კომაროვის სკოლა“, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული სასწავლებელი „ბლექსი“, მულტიფუნქციური ცენტრი,   ხელოვნების სკოლა, რომელიც გააერთიანებს რამდენიმე სკოლისგარეშე სახელოვნებო მიმართულებას  და რეკრეაციულ ზონას.

განათლების ქალაქის მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ზვიად როსტომაშვილთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან თინა ზოიძესთან ერთად დაათვალიერა.

განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე გარემოში წარმართვას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სწავლების ყველა ეტაპზე როგორც უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის გაზრდა, ასევე მომავალ თაობაში პროფესიული უნარების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

სამშენებლო ობიექტი ასევე, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

მშენებლობის პროცესში გამოყენებულ იქნება ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები