აჭარის რეკლამა Expedia -ზე იწყება

04 ნოემბერი, 2019

აჭარის რეკლამა პოპულარულ, სამოგზაურო დაჯავშნის პორტალზე Expedia.com იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას პორტალზე, რომელსაც ყოველთვიურად 675 მილიონი ვიზიტორი ჰყავს ბრიტანეთსა და გერმანიაში გეგმავს. გარდა ამისა, ბათუმში დასვენების მოწოდებითა და საიმიჯო ფოტოთი დაიბრენდება ავიაკომპანია WIZZ AIR-ის ჩასხდომის ბარათები, რომელსაც მგზავრები გერმანიისა და უკრაინის მიმართულებებზე გაეცნობიან.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის პოპულარიზაცია მოვახდინოთ უშუალოდ სამოგზაურო პლატფორმებზე. სწორედ, ამიტომ შემოდგომა-ზამთრის კამპანიისთვის ავირჩიეთ ისეთი მასშტაბური პლატფორმა, როგორიცაა ექსპედია, სადაც მოხდება ჩვენი რეგიონის, როგორც საინტერესო და ახალი ტურისტული მიმართულების რეკლამირება. Expedia.com-ზე შეიქმნება აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და პოტენციალის ამსახველი სპეციალური გვერდი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენის ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას მსოფლიო მასშტაბით. გარდა ამისა, წელს უკვე მეორედ, რეკლამა ვიწყებთ ავიაკომპანია WIZZ AIR-ის მგზავრებისთვის და მოვუწოდებთ მათ შემდეგი არდადეგები ევროპის, სწრაფად მზარდ ტურისტულ ქალაქში - ბათუმში გაატარონ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

 

ამ ეტაპზე, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების პოპულარიზაცია ესტონეთში, ლატვიაში, პოლონეთსა და ბელარუსში მიმდინარეობს, თუმცა გარე, ონლაინ და სატელევიზიო რეკლამების მეშვეობით რეგიონის პოზიციონირება 16 სამიზნე ქვეყანაში გაზაფხულზე დაიწყო. მათ შორის წელს პირველად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს BBC-ის, Deutsche Welle-სა და ევრონიუსთან ერთად National Geographic-ისა და  Travel Channel-ის მილიონობით მაყურებელი გაეცნო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები