ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში

05 ნოემბერი, 2019

2019 წლის 23 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ქალაქ ბათუმში გაიმართა ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. 

ჩემპიონატში სამი ბათუმელი მოჭადრაკე მონაწილეობდა: ძირითადი გუნდის შემადგენლობაში იყო მსოფლიო ჩემპიონი სალომე მელია, ხოლო მეორე გუნდში - მსოფლიო ჩემპიონი ნინო ბაციაშვილი და საერთაშორისო დიდოსტატი მირანდა მიქაძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი,  მაია ხაჯიშვილი ვერცხლის პრიზიორს, სალომე მელიას შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.

საქართველოს ქალთა ძირითადმა ნაკრებმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო ქალთა მეორე ნაკრებმა  მეცხრე-მეცამეტე ადგილი. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის მიერ სალომე მელიას და მის პირად მწვრთნელს გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო. 

ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდა 39 ქვეყნის მოჭადრაკე, როგორც ქალებში (32 გუნდი), ასევე მამაკაცებში (40 გუნდი).

 

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები