თორნიკე რიჟვაძე და ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

07 ნოემბერი, 2019

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად აჭარის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ გამართა. ასევე, ისაუბრა დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე.

აჭარაში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა თორნიკე რიჟვაძემაც და აღნიშნა, რომ ის რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება, სრულად არის ადამიანებზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ორიენტირებული. მისი თქმით, ეს რეფორმა შეძლებს იყოს გარდამტეხი ჯანდაცვის სფეროში. „რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ჩვენ მომავალ წელს 18%-ით ვზრდით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მომავალში პირველად აჭარაში მაცხოვრებლებს შეეძლებათ საზღვარგარეთ იმკურნალონ სახელმწიფოს დაფინანსებით. ასევე, ჩვენ ვზრდით ასაკობრივ მაჩვენებლებს რეინტეგრაციის ნაწილში. არასრულწლოვანთა დახმარებასთან დაკავშირებული ასაკობრივი ნიშნული 18 წლიდან 25 წლამდე გაიზარდა“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის მედიკამენტების ფასის რეგულირება და მათი ჭარბად დანიშვნის კონტროლი; საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობა და ინფრასტრუქტურული პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები