11 ნოემბერი - ენერგოეფექტურობის დღე!

12 ნოემბერი, 2019

   11 ნოემბერს ენერგოეფექტურობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ორგანიზებითა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ხელშეწყობით, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გასვლითი ლექცია-სემინარი გაიმართა.

   ახალგაზრდებს შუახევის ლაბორატორია სტუმრობდა სადაც მავნებლებთან ბრძოლის სამსახურის უფროსმა რეზო ვასაძემ საინტერესო ლექცია წაიკითხა და ტყის მავნებლებთან დაკავშირებით წამოჭრილ სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა.

   ლექციის დასრულების შემდგომ სტუდენტებმა დეტალურად დაათვალიერეს ლაბორატორიის ტექნიკური აღჭურვილობა, გაეცნენ მისი მუშაობის სპეციფიკას და სრული წარმოდგენა შეიქმნეს იმ პროცესების შესახებ რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტყეების მოვლა-პატრონობის საქმეში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები