მინისტრის მოადგილე ათენში, UNICEF-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობს

13 ნოემბერი, 2019

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე და ქ. ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე, UNICEF-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ორგანიზებით, ათენში - „მერები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში: როგორ გავხადოთ ქალაქები უკეთესი მისი ახალგაზრდა მაცხოვრებლებისთვის“ შეხვედრაში მონაწილეობენ.

შეხვედრის მიზანია ბავშვების, ახალგაზრდების და მათი ოჯახებისათვის რეგიონალურ დონეზე არსებული პროგრამებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური მიდგომებისა და რეგოინალური სტრატეგიების შესახებ მსჯელობა, პარტნიორობის განმტკიცება, კონტაქტების დამყარება და მომავალი თანამშრომლობის გეგმის შემუშავება.

შეხვედრის თანამასპინძელია ათენის მერი და მასში მონაწილეობს ევროპისა და ცენტრალური აზიის 23 ქვეყნის მერი და მუნიციპალიტეტის თანამშრომელი.

ვიზიტის ფარგლებში განიხილება UNICEF-ის მიერ აჭარის რეგიონში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით განხორციელებული მიმდინარე პროექტები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები