„მაგნოლია 2019“-ზე საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდება

12 ნოემბერი, 2019

 
22 დეკემბერს, ბათუმში „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლებს დააჯილდოებს.  „მაგნოლია 2019“-ზე გაირკვევა თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, ტურისტულ ატრაქცია/მუზეუმს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ტურისტულ მარშრუტს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტებისა და სექტორის შეფასებებს იყენებს. ტურისტების კვლევისას, რომელიც მაისში დაიწყო და ახლაც გრძელდება, ვიზიტორების გამოკითხვა საქართველოს დატოვებისას, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარეობს. ამას ემატება მომხმარებელთა ონლაინ  კვლევაც, რაც Trip Adviser-ზე, Booking. com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებების კვლევას ითვალისწინებს. საბოლოოდ, ტურისტებისა და მომხმარებლების კვლევას გიდების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების  გამოკითხვის შედეგებიც დაემატება. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი  „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები