ბავშვთა უფლებებსა და განათლების საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

15 ნოემბერი, 2019

გაეროს ბავშვთა ფონდის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, ბათუმის უნივერსიტეტში გაიმართა სესია, რომელიც მიეძღვნა განათლებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა დამსწრე საზოგადოებას აჭარაში განათლების რეფორმის მიმდინარეობას გააცნო.

ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა მონაწილეებს ესტონეთის განათლების სისტემის გამოცდილება გაუზიარა, იუნისეფის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა ბავშვთა უფლებებზე დაფუძნებული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სესიას დახურა პროფესორმა ლელა თავდგირიძემ, რომელმაც მონაწილეებს წარუდგინა გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს საპარტნიორო პროგრამის შედეგები უმაღლეს განათლებაში.

სესიას დაესწრნენ პროფესორ-მასწავლებლები, ბათუმის სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები და სტუდენტები.

შეხვედრის ბოლოს დარბაზში დასმულ კითხვებს სტუმრებმა უპასუხეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები