სკოლამდელი განათლების სპეციალისტებს ტრენინგები ჩაუტარდათ

16 ნოემბერი, 2019

2019 წლის 13-15 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და სახელმწიფო სტანდარტების შესახებ ტრენინგები გაიმართა. ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კაი კაარელსონმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და იუნისეფის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა ტრენინგში მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს. ტრენინგში მონაწილეებს ახალი საგანმანთლებლო სტანდარტების ძირითადი პრინციპები, თემატიკა და მეთოდოლოგიური საკითხები გააცნეს.

ტრენინგში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების მეთოდისტები და განათლების სამინისტროს რესურსცენტრების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები