საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტური მათემატიკაში

16 ნოემბერი, 2019

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „კონკურსებისა და ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში მათემატიკაში საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტური გაიმართა.
ოლიმპიადის მიმდინარეობას ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე დაესწრო და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.
საგნობრივი ოლიმპიადა მიზნად ისახავს გააღრმაოს მოსწავლეთა მიერ სკოლაში მიღებული ცოდნა, გამოავლინოს ნიჭიერი, შემოქმედებითი აზროვნების უნარის მქონე მოსწავლეები, დაეხმაროს სკოლებს სწავლისა და სწავლების მოტივაციისა და  განათლების ხარისხის ამაღლებაში. 
საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტური ქართულ ენასა და ლიტერატურაში 17 ნოემბერს 10:30 საათზე , ხოლო ინგლისურში - 14:30 საათზე გაიმართება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები