ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თომას კრუსმანის საჯარო ლექცია გაიმართება

18 ნოემბერი, 2019


2019 წლის 18 და 19 ნოემბერს 11 საათზე, ავსტრიის ქალაქ გრაცის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი - თომას კრუსმანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის ქ. N35, აუდიტორია  N55) წაიკითხავს ლექციას თემაზე - "The Europeanisation of criminal law and the role of human rights“.

საჯარო ლექციის თემა შეეხება ევროკავშირის ბოლოდროინდელ გამოცდილებას.  ასევე, ევროსაბჭოს გამოცდილებას, თუ როგორ თანდათანობით  გაიზარდა სისხლის სამართლის კანონმდებლობა წმინდა ეროვნული სამართლის დონიდან, სამართლის დარგამდე რომლის საგანია განსაზღვროს მრავალფეროვანი ზეგავლენა  სახელმწიფოზე.

ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში, ეს თავდაპირველად ბაზრის ინტეგრაციით დაიწყო. რამაც შემდეგ გავლენა მოახდინა საკანონმდებლო განვითარებაზე.  საერთო სივრცემ მოიტანა მრავალი ურთიერთდაკავშირებული საკითხი, რომელიც მოითხოვს ჰარმონიზებულ  რეგულირებას.

საჯარო ლექცია გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ - მასწავლებლებისათვის, ასევე, საზოგადოების ფართო წრეებისათვის.

 

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები