დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის კონკურსის მეორე ტურის ჩატარების განრიგი

18 ნოემბერი, 2019

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტომკონკურსებისა და ოლიმპიადებისქვეპროგრამის ფარგლებში  ოქტომბერში ჩაატარა დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის გუნდური კონკურსის პირველი ტური ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში. 

დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის  კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების 459  გუნდი.

დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის  კონკურსის მეორე ტურში  მონაწილეობას მიიღებს 45 გუნდი ( 225- მოსწავლე). მათ შორის: ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 20, მათემატიკაში - 17, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში 8 გუნდი.

დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის  კონკურსის მეორე ტური  ჩატარდება სასტუმრო რადისონის საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: ქალაქი ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა N1.

 თარიღი, დრო:

 ქართული ენა და ლიტერატურა 5-6 კლასი  19.11.2019;  - 13:30 სთ.

ქართული ენა და ლიტერატურა 7-9 კლასი  20.11.2019;  - 13:30 სთ.

მათემატიკა  5-6 კლასი  21.11.2019;  - 13:30 სთ.

მათემატიკა  7-9 კლასი  22.11.2019;  - 13:30 სთ.

ისტორია და სამოქალაქო განათლება  7-9 კლასი  24.11.2019;  - 13:30 სთ.

 

კონკურსის ჩატარების მიზანია გააღრმაოს მოსწავლეთა მიერ სკოლაში მიღებული ცოდნა, გამოავლინოს ნიჭიერი, შემოქმედებითი აზროვნების უნარის მქონე მოსწავლეები, სკოლებში აამაღლოს სწავლისა და სწავლების მოტივაცია,  განათლების ხარისხი.

 

გისურვებთ წარმატებას!

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები