ბრილის სკოლის 90 წლის იუბილე აღინიშნა

18 ნოემბერი, 2019

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში, პირველი საგანმანათლებლო კერა 1929 წელს აქიფ ბერიძის სახლში გაიხსნა. 1949 წლიდან დაწყებითი სკოლა 8 წლიან სკოლად გადაკეთდა, რომლის პირველი ხელმძღვანელი ილია ჭკუასელი იყო, ხოლო 1969 წელს საშუალო სკოლა გაიხსნა.
სოფელ ბრილის საჯარო სკოლამ დაარსებიდან 90 წელი საზეიმოდ აღნიშნა.
იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე და შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიება ბრილის საჯარო სკოლის ეზოში გაიმართა. მოეწყო წიგნის ,, სოფლის ჩირაღდანის“ პრეზენტაცია, სადაც აღწერილია სკოლის დაარსების ისტორია.
სკოლის დაარსებიდან დღემდე 442 ახალგაზრდამ დაამთავრა ბრილის სკოლა. მათგან 76 საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში უმაღლეს განათლებას ეზიარა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები