თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

18 ნოემბერი, 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის - ,,დიალოგი- 2019“ პანელში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მასში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად 14 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს თავისი გამოცდილება გაუზიარა. ისაუბრა აჭარის რეგიონზე, ტურისტულ პოტენციალზე, დაგეგმილ და მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებზე.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ახალგაზრდულ ინიციატივებს და ძალიან მიხარია, რომ 14-ზე მეტი ქვეყნის ახალგაზრდა შეიკრიბა ბათუმში და განიხილეს აქტუალური საკითხები. ყველაზე საუკეთესო, რაც შეიძლება მთავრობამ გააკეთოს, არის ის, რომ მისცეს ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების და უკეთესი მომავლის საშუალება “, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ და განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძემ სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. ახალგაზრდა დელეგატებს საშუალება ჰქონდათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან პირადად მოესმინათ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი მიზნად ისახავს ახალი პლატფორმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას, მსოფლიო ახალგაზრდობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობასა და გამოცდილების გაზიარებას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები