თორნიკე რიჟვაძე ესტონეთის ელჩს და UNICEF-ის წარმომადგენელს შეხვდა

15 ნოემბერი, 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF-ის) წარმომადგენელს ღასან ხალილს უმასპინძლა.

თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში მხარდაჭერისთვის, როგორიც არის საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესება საქართველოსა და მათ შორის აჭარაშიც. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო UNICEF-ს და ესტონეთის საელჩოს იმ სამ წლიანი პროექტის განხორციელებისთვის, რაც გულისხმობს ქართველი ბავშვებისთვის ტექნიკურ მხარდაჭერას და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას. ასევე, მნიშვნელოვანია UNICEF-ის, როგორც ბავშვთა უფლებების და უთანასწორობის აღმოფხვრის სფეროში მომუშავე ორგანიზაციის, ძალისხმევა და ჩართლობა ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების პირობების გაუმჯობესების საკითხებში“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

UNICEF-ის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ სამმხრივი თანამშრომლობის შედეგად, რაც გულისხმობს ესტონეთის ელჩის, იუნისეფ-ის და განათლებისა სამინისტროს ჩართულობას, ქართულ სკოლებში ინერგება ესტონური საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც ინტერაქტიული განათლების მიღებას უზრუნველყოფს.

„ძალიან ვაფასებთ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტისა და ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ძალისხმევას ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით აჭარაში. რამდენიმე თვის წინ ვეწვიეთ „ოცნების ქალაქს“. ფსიქო-სოციალური დახმარება იქ მცხოვრებ ბავშვებისა და მოზარდებს გაეწიათ. ვაფასებთ აჭარის მთავრობის ძალისხმევას ყველაფერი გააკეთოს იქ მცხოვრები ბავშვების პირობების გაუმჯობესებისთვის“ - აღნიშნა ღასან ხალილმა.

შევხედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე თინა ზოიძე. UNICEF-ის დელეგაცია საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები