სახვითი ხელოვნების კონკურსის მეორე ტურის ჩატარების თარიღი

26 ნოემბერი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომკონკურსებისა და ოლიმპიადებისქვეპროგრამის ფარგლებში  ოქტომბერში ჩაატარა   სახვითი ხელოვნების კონკურსის პირველი ტური.

სახვითი ხელოვნების კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების 1602 მოსწავლე.

სახვითი ხელოვნების კონკურსის მეორე  ტურში მონაწილეობას მიიღებს  - 220 მოსწავლე. მათ შორის: პირველ,  მე-5 - მე-6 კლასების კატეგორიაში 81 მოსწავლე, მეორე,  მე- 7-  მე -9 კლასების კატეგორიაში 139 მოსწავლე.

სახვითი ხელოვნების  კონკურსის მეორე  ტური ჩატარდება სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლაში 2019 წლის 30 ნოემბერს, მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 14:30 საათზე. 

კონკურსის მიზანია სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია, ნიჭიერი და ნორჩი ხელოვანების აღმოჩენა, წახალისება და საზოგადოებისათვის მათი  გაცნობა

იხილეთ მოსწავლეთა სახელობითი სია.

 

გისურვებთ წარმატებას!

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები