ხულოში სამი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

30 ნოემბერი, 2019

სოფელ  ვაშლოვანში, ბეღლეთსა და ბოძაურში ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღები გაიხსნა და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.

მაღალმთიან აჭარაში ახალი საბავშვო ბაღები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მოინახულეს.

ახლად გახსნილ საბავშვო ბაღებში 27 ადგილობრივი დასაქმდა. ამჟამად სააღმზრდელო დაწესებულებებში 62 ბავშვია რეგისტრირებული. ჯამში, სამივე საბავშვო ბაღს 96 მდე ბავშვის მიღება შეუძლია.

საბავშვო ბაღების მშენებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ხელისუფლების წევრების საზოგადოებასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, მოსახლეობა სწორედ ბაღების ნაკლებობის საკითხს სვამდა.

ამჟამად ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე 23 საბავშვო ბაღი და 3 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც, შვიდასამდე  ბავშვი იღებს სკოლამდელ განათლებას.

2020 წელს დაგეგმილია კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ დიოკნისში.

დაიწყო თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ ბეღლეთში, რომელიც 144 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა იქნება სრულად ადაპტირებული. პროექტით გათვალისწინებულია ღია და დახურული სპორტული მოედნის, ბიბლიოთეკის, ლაბორატორიების და სააქტო დარბაზის მოწყობა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები