ლაბორატორია 2/20
02 დეკემბერი, 2019
ლაბორატორია 2/20 - ექსპერიმენტული პროექტია, რომელიც სხვადასხვა დარგის ხელოვანებს ერთი იდეის ირგვლივ აერთიანებს და მათ მიერ შექმნილ პროდუქტს პერფომანსის სახით წარუდგენს მაყურებლებს.
პროექტში ჩართულია 4 მხატვარი, 4 მუსიკოსი, 4 დრამატურგი და 4 მსახიობი.
პირველ ეტაპზე მხატვრები ქმნიან დიდი მოცულობის 3-3 ტილოს, რომელთა მიხედვით იქმნება მუსიკა, იწერება პიესა და შედეგად ვიღებთ პერფორმანსს.
პროექტი უკვე მეორე წელია ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - " კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა" - ფარგლებში.
იხილეთ გალერეა