ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის ახალი პროგრამა

09 იანვარი, 2020

▶️ პირველად რეგიონში, ფსიქიკური სერვისების მიმღები პირები სტაციონარის ნაცვლად ოჯახურ გარემოში, საცხოვრისში გააგრძელებენ მკურნალობას. საუბარია ბენეფიციარებზე, რომლებსაც სოციალური და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გააჩნიათ.

▶️ ბენრფიციართა საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის წელს პირველად აჭარის ა/რ ჯნმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სპეციალური პროგრამა აამოქმედა. უწყებამ „ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის“ პროგრამა სახალხო დამცველის აპარატისა და უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციით შეიმუშავა. პროგრამის ბიუჯეტი 307 440 ლარს შეადგენს. პროგრამა ბათუმის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ხორციელდება.

▶️ 24 ბენეფიციარზე გათვლილ და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსით დაკომპლექტებულ ოჯახურ გარემოში ფსიქიკური სერვისების მიმღებ პირებს სოციუმთან აქტიური კომუნიკაციის, საოჯახო საქმეებში ჩართვის, თავის მოვლისა, სხვადასხვა შრომითი აქტივობისა და სეირნობის შესაძლებლობა ექნებათ, რაც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი უნარების შენარჩუნება-განვითარებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

▶️ საცხოვრისი, მომსახურებას განახორციელებს 24 საათის განმავლობაში: სამჯერადი კვება, ბენეფიციარების უზრუნველყოფა პირადი ჰიგიენის ნივთებით, ბენეფიციარის საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად აღჭურვილი ფიზიკური გარემო, სხვადასხვა აქტივობების და გასართობი თუ სხვა ღონისძიებების მიწოდება. პაციენტებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შედგენილი ინდივიდუალური ზრუნვის გეგმის შესაბამისად.

▶️ სტაციონარს გარე სერვისის შექმნა და დამკვიდრება დეინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც გულისხმობს ბენეფიციარების თანდათანობით გადანაწილებას ჩვეულებრივ დასახლებაში, ანუ თემში. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების საოჯახო ტიპის საცხოვრისში გადაყვანა და მათ მიმართ მხარდაჭერა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას და მათი ცხოვრების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები