თორნიკე რიჟვაძე: 2019 წელს ბათუმი გავხადეთ ევროპის სპორტის და ტურიზმის ქალაქი, ხოლო 2020 - იქნება ბათუმის საინვესტიციო ქალაქად აღიარების წელი

24 დეკემბერი, 2019

აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრა. მონაცემების თანახმად 2019 წლის 9 თვის განმავლობაში 43%-ით გაიზარდა აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და 112.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

,,აჭარის მდგრადი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საინვესტიციო პოლიტიკა და ის ეკონომიკური საკითხები, რომლის შედეგად რეგიონში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. წლის დასაწყისში ვამბობდით, რომ ახალი საინვესტიციო პორტფელი იქნებოდა  3 მილიარდი ლარი. დღეის მდგომარეობით, ეს ნიშნული უკვე 4 მილიარდი ლარია და 2000 ახალი სამუშაო ადგილი.

გარდა საინვესტიციო პროექტებისა, რომელიც რეგიონში ხორციელდება, არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონის საერთაშორისო აღიარება. 2019 წელს ჩვენ ბათუმი გავხადეთ ევროპის სპორტული ქალაქი და ევროპის ყველაზე მზარდი ტურისტული მიმართულება, ხოლო გამომცემლობა Forbes-მა ბათუმი 2020 წლისთვის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების ხუთეულში შეიყვანა. მომავალი წელი იქნება ბათუმის საინვესტიციო ქალაქად აღიარების წელიწადი“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი წილი მოდის ენერგეტიკის სექტორზე, იკვეთება რეინვესტიციის მაღალი მაჩვენებელი, იზრდება ინვესტიციები მშენებლობის და ტურიზმის სექტორში.

აღსანიშნავია, რომ Forbes-მა ბათუმი 2020 წლისთვის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების სიაში შეიყვანა. გამოცემამ ინვესტიციების განხორციელებისთვის საუკეთესო ევროპულ ქალაქებს შორის ბათუმის გარდა, კიდევ დაასახელა ქალაქები: როტერდამი, ნეაპოლი, მეჟევი,  სეკეშფეჰერვარი და პორტო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები