თორნიკე რიჟვაძე: ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელზეც ყოველთვის იდგა ქვეყნის განვითარება

27 დეკემბერი, 2019

ბათუმში ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა წლის შემაჯამებელ ღონისძიება გამართა. შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის მიერ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებები და პროექტები განიხილეს.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდების ხარისხიანი განათლების მნიშვნელობას და ქვეყნის და რეგიონის განვითარებაში მათ ჩართულობას გაუსვა ხაზი.

,,ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელზეც ყოველთვის იდგა ქვეყნის განვითარება. ახალგაზრდობა ქვეყნის დადებითი ცვლილებების მამოძრავებელი ძალაა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი გამხდარიყო მასშტაბური და მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ იდეის მხარდაჭერისთვის.

საქართველო საჭიროებს გულანთებულ და განათლებულ ახალგაზრდებს, საჭიროებს პატრიოტებს და ამავე დროს, ძალიან პრაგმატულ საზოგადოებას, რომელიც შეძლებს მიიღოს გადაწყვეტილება, აიღოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს.

ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ასპარეზზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება მხოლოდ ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით იქნება შესაძლებელი“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ, 2019 წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებში 15 000-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ცენტრის შემაჯამებელ შეხვედრაზე განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაც გაიმართა. ახალგაზრდებმა საჯაროდ განიხილეს მომავალი წლის გეგმები და პროგრამები.

ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე და რეგიონის ახალგაზრდები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები