15 იანვარს სასწავლო პროცესი რეგიონის ყველა საჯარო სკოლაში განახლდა

15 იანვარი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე, ჯემალ სურმანიძე ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლას ეწვია. მინისტრმა დადებითად შეაფასა განახლებული სასწავლო პროცესის მიმდინარება და აღნიშნა:
,, დღეს, აჭარის მასშტაბით განახლდა სასწავლო პროცესი. ახალ სასწავლო სემესტრს საჯარო სკოლები მომზადებული დახვდნენ. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ, დაახლოებით, ათი ათასი ბავშვისთვის თანამედროვე მოთხოვნების სასწავლო გარემოს შექმნას, ყველა სარებილიტაციო პროექტი უკვე დაწყებულია. არ გვაქვს ჩამორჩენები გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში და 2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება დაახლოებით 30 ობიექტი, სადაც სასკოლო გარემო იქნება გაუმჯობესებული. გარდა ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ყველა პროგრამის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს სკოლებისთვის ინვენტარის და ლაბორატორიების შეძენას, საბიბლიოთეკო სივრცის მოწყობას, წიგნადი ფონდის განახლებას’’.

 მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ მოინახულეს სსიპ ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა, რომელიც სამინისტროს ქვეპროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში მიმდინარეობს.

 ამ დროისათვის დასრულებულია, 540 მოსწავლეზე გათვლილი 3 სართულიანი კორპუსის, საძირკვლის მოწყობის სამუშაოები. შენობაში განთავსდება 18 საკლასო ოთახი, ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, კორპუსში მოეწყობა ლიფტი. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2 890 062 ლარს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები