100 წელი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში მცხოვრებ ასიე მახარაძეს შეუსრულდა

17 იანვარი, 2020

2️⃣0️⃣2️⃣0️⃣ წელს პირველად აჭარაში 💯 წელი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში მცხოვრებ #ასიე #მახარაძეს შეუსრულდა.

🌸 ასიე მახარძეს ჰყავს 8 შვილი, 20 შვილიშვილი, 47 შვილთაშვილი. არის ომისა და შრომის ვეტერანი, ასევე ზამლეთის თემის ყოფილი დეპუტატი. იყო ბებია ქალი და მიღებული აქვს 600 - მდე მშობიარობა.

▶️ ქალბატონ ასიეს 100 წლის იუბილე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მიულოცეს.

↪️ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში ასიე მახარაძეს 1000 ლარი გადაეცა.

 სამინისტრო პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წელის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს.

☑️ ამჟამად აჭარაში 100 წელს გადაცილებული 27 მოქალაქე ცხოვრობს, მიმდინარე წლის განმავლობაში 100 წელი 34 მოქალაქეს შეუსრულდება.

⤵️იხილეთ ვიდეო:
https://bit.ly/2thHagH

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები