პროფესიული განათლების ხელშეწყობა
02 მარტი, 2023
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს - „კვალიფიკაციის ამაღლება“.
საგრანტო კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული განათლების მიმართულებით ადგილობრივი პოტენციალის განვითარება და ინტეგრაცია საერთაშორისო პროფესიული განათლების სფეროში.
სამინისტრო საგრანტო კონკურსს პარტნიორ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ახორციელებს.
პარტნიორი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებია:
• სსიპ - კოლეჯი „ბლექსი“
• სსიპ - კოლეჯი „ახალი ტალღა“
„კვალიფიკაციის ამაღლება“ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
პირს, რომელიც ასწავლის სამინისტროს პარტნიორ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელიც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტაჟირებას გაივლის ან მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, კონგრესში, ფორუმში, სიმპოზიუმში, სემინარში ან ტრენინგში.
„კვალიფიკაციის ამაღლება“ საგრანტო კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პროფესიული განათლების მასწავლებლები განაცხადს წარადგენენ შესაბამის პარტნიორ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (კოლეჯში), კოლეჯის მიერ დადგენილ საკონკურსო ვადებში.
პარტნიორი კოლეჯები შეარჩევენ საგრანტო კონკურსში მონაწილე პროფესიული განათლების მასწავლებლებს და გრანტის მიღების მიზნით წარუდგენენ სამინისტროს.
შერჩეული პროფესიული განათლების მასწავლებელი, სამინისტროსგან მიიღებს ფინანსურ დახმარებას გრანტის სახით კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ხარჯის გაწევის მიზნით არაუმეტეს 3 000 ლარისა.
პროფესიული განათლების მასწავლებელს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი სახის ხარჯები სამინისტროს მიერ განსაზღვრული თანხის ამოწურვამდე:
• საერთაშორისო მგზავრობის ხარჯი;
• ცხოვრების ხარჯი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებით დადგენილი ოდენობისა. გრანტი გაიცემა სამეცნიერო ღონისძიების ჩატარების/სტაჟირების გავლის დღეების პროპორციულად და დაემატება 1 დღე ჩასვლის და 1 დღე დაბრუნების ხარჯი;
• სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის/სტაჟირებისთვის რეგისტრაციის ხარჯი;
• ვიზისა და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯი;
• სამედიცინო დაზღვევის ხარჯი;
• სხვა ხარჯები, რომლის მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა N4.
ტელ: 597 210 310 - რუსუდან ქავთარაძე
ელ-ფოსტა: rkavtaradze80@gmail.com
Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
სსიპ - კოლეჯი „ბლექსი“
მისამართი: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. №92ა
ტელ: +995 (422) 24-77-50; +995 (422) 24-77-52.
ელ-ფოსტა: info@blacksea.edu.ge
სსიპ - კოლეჯი „ახალი ტალღა“
მისამართი: ქ. ქობულეთი, რუსთაველის ქუჩა N154.
ტელ: +995 (426) 26-68-51
ელ-ფოსტა: info@kpc.ge