აჭარის ტურისტულ პროდუქტებს "EMMIT 2020"-ზე ეცნობიან

02 თებერვალი, 2020

ამ წუთებში, აჭარის ტურისტულ პროდუქტებს "EMMIT 2020"-ზე ეცნობიან. სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ვიზიტორების განსაკუთრებულ ყურადღებას ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები და ტურისტული სერვისები იწვევს. მათ შორის ბევრია თურქეთში მცხოვრები, წარმოშობით ქართველები "ჩვენებურები", რომლებმაც სტენდთან ქართული ღვინო და ჩურჩხელა დააგემოვნეს.

გამოფენაზე საქართველოს სტენდს თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე ესტუმრნენ. ისინი მონაწილეებს მიესალმნენ და ქვეყნის წარმოჩენაში წარმატებები უსურვეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სტამბოლის საერთაშორისო ტურისტული გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. საქართველოს სტენდმა გამოფენაზე საუკეთესოდ ორგანიზებული სტენდის ტიტული მიიღო. EMMIT 2020-ზე მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი და მას საშუალოდ 60,000 -ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები