შეხვედრა საუდის არაბეთის ელჩთან

06 თებერვალი, 2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აბდულა ალ-მუტაირს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე. აღინიშნა, რომ თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე.

2019 წელს საუდის არაბეთიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა აჭარაში 28,7%-ით გაიზარდა 2018 წელთან შედარებით. 2019 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით საუდის არაბეთიდან ხორციელდებოდა პირდაპირი ავიარეისები ბათუმი - ერ-რიადის მიმართულებით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები