აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტი მიმდინარეობს

13 თებერვალი, 2020

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი საქართველოს მთავრობის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე KfW-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს  აჭარაში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის მიმდინარეობა და შეაფასეს განხორციელებული მოკვლევის შედეგები.

წყლის სისტემის პროექტის ფარგლებში აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ მოქალაქეს წყალმომარაგების და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა ექნება.

უკვე განხორციელდა მუნიციპალიტეტების დაბებში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მოკვლევა.

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამას სს „აჭარის წყლის ალიანსი“ კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად ახორციელებს. პროგრამის ღირებულება 59,5 მილიონი ევროა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები