კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია

10 თებერვალი, 2020

 საქართველოში პირველად დუალური მიდგომით განხორციელებული კულინარიის ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დანიელ ჰაასმა დუალური პროგრამის კურსდამთავრებულებს დიპლომებთან ერთად „სტუმარ-მასპინძლობის“ სფეროში „პირველი კურსდამთავრებულის“ სერტიფიკატები გადასცეს. დუალური პროფესიული განათლება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც სწავლება კოლეჯსა და კერძო კომპანიაში ერთდროულად მიმდინარეობს. ასეთი მეთოდი პროფესიული სტუდენტისათვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის, სასურველი პროფესიის დაუფლებისას, თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, რეალურ სამუშო გარემოში შეიძინონ გამოცდილება და საჭირო პრაქტიკული უნარები.

სტუმარმასპინძლობის სფეროში დუალური მიდგომით კვალიფიკაციების მინიჭება შესაძლებელია კულინარიის ხელოვნების, კონდიტერიის, სასტუმრო მომსახურებისა და სარესტორნო მომსახურების მიმართულებით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
14303112345
156789101112
1613141516171819
1720212223242526
1827282930123
1945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები