აჭარაში გმირ პოლიციელებს ბინები გადაეცათ

24 თებერვალი, 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის დეკემბერში, ბათუმში დაჭრილ პატრულ-ინსპექტორ ოთარ თავართქილაძესა და მის მეწყვილეს, ასევე პატრულ-ინსპექტორ ავთანდილ მჟავანაძეს ბათუმში საჩუქრად ბინები გადაეცათ. ბინა, აგრეთვე, გადაეცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 2018 წელს დაღუპული პოლიციელის მურად (ბუტა) ანთაძის ოჯახს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრულ-ინსპექტორებსა და დაღუპული პოლიციელის მეუღლეს გასაღებები პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში გადასცეს.

,,ჩვენ სიხარულით მივიღეთ პატრულ-ინსპექტორების წახალისების ინიციატივა გამოჩენილი სიმამაცისთვის. მე ქედს ვიხრი გარდაცვლილი პოლიციელის ბუტა ანთაძის ოჯახის, მისი ხსოვნის წინაშე და მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს თქვენს თანადგომას“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დაღუპული პოლიციელი ბუტა ანთაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - "მამაცობისთვის". მედალი მის მეუღლეს გადაეცა.

ასევე, მედლებით დაჯილდოვდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი - მიხეილ დილიმაშვილი და პატრულ-ინსპექტორი ირაკლი იფშირაძე, მოქალაქე რაულ თებიძემ კი მადლობის სიგელი მიიღო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები