თორნიკე რიჟვაძემ ლუბუშის სავოევოდოს დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

02 მარტი, 2020

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და პოლონეთის კიდევ ერთ რეგიონს, ლუბუშის სავოევოდოს შორის პარტნიორული ურთიერთობა მყარდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლუბუშის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ლუბუშის სავოევოდოს მარშალის მოადგილე ლუკას პორიცკი, ლუბუშის სავოევოდოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიოლეტა ჰარეზლაკი და საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული ტერიტორიული თანამშრომლობის ოფისის დირექტორი რადოსლავ ბროდზიკი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ პოლონეთის რეგიონებთან თანამშრომლობა გამოირჩევა მზარდი დინამიკითა და ფართო სპექტრით. რეგიონებს შორის ურთიერთობების შედეგად განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის, ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით.

დღევანდელი შეხვედრა არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალ საფეხურზე აყვანას ემსახურებოდა. ლუბუშის სავოევოდო ერთ-ერთი წარმატებული რეგიონია, რომელიც ქვეყნის უკიდურეს დასავლეთში მდებარეობს და ევროკავშირის პროქტების მართვის დიდ გამოცდილებას ფლობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
092425262728291
102345678
119101112131415
1216171819202122
1323242526272829
14303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები