რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს სოლომონ ფუტკარაძე უხელმძღვანელებს

04 მარტი, 2020

ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, დღეიდან სამედიცინო დაწესებულებას ექიმი - რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი, სოლომონ ფუტკარაძე უხელმძღვანელებს.

საავადმყოფოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ წარუდგინა.

„ბატონი სოლომონი აჭარის რეგოინში ერთ-ერთი დამსახურებული ექიმია, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში წლების განმავლობაში მუშაობდა და კარგად იცნობს აქ არსებულ მდგომარეობას. ჩვენ ერთობლივად სამედიცინო საზოგადოებასთან, აჭარის მთავრობასთან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ახალდაფუძნებულ ჰოლდინგთან ერთად ვიზრუნებთ, რომ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ინტეგრირებული იყოს კლინიკების ერთიან ქსელში და ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რაც არის მოქმედი კლინიკის და იქნება მომავალი სამედიცინო დაწესებულების წინაშე.

რაც შეეხება ბატონ მალხაზს, ის დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ჯანდაცვის სფეროს მართვაში, ლექციებს კითხულობს ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით, რჩება ჩვენი გუნდის წევრად და მის გამოცდილებას გამოვიყენებთ სახელმწიფო მართვის სფეროში“, - განმარტავს მინისტრი ზაალ მიქელაძე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები