ინფექციური დაავადებებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა

25 მარტი, 2020

საქართველოში ყველა დამსაქმებელმა უნდა შეიმუშაოს ინფექციური დაავადებებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა (საგანგებო სიტუაციების გეგმა), რომელიც COVID-19-გან დაცვის ღონისძიებების წარმართვაში დაეხმარება. ამისთვის მნიშვნელოვანია გამოყენებულ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმძღვანელო მითითებები და რეკომენდაციები.

გეგმებში გათვალისწინებული და განხილული უნდა იქნას სხვადასხვა სამუშაო ადგილებთან და დავალებებთან დაკავშირებული რისკის დონე (დონეები), რომელთა შესრულებაც უწევთ თანამშრომლებს. გასათვალისწინებელი საკითხები შეიძლება მოიცავდეს: სად, როგორ და COVID-19-ით ინფიცირების რა წყაროების მიმართ შეიძლება აღმოჩნდნენ თანამშრომლები დაუცველნი, მათ შორის: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მომხმარებლებთან ურთიერთობისას და ა.შ.

მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თანამშრომლების ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები (მაგ: საპენსიო ასაკი, ქრონიკული დაავადების არსებობა და ა.შ). ასეთი პირების არსებობის შემთხვევაში, კომპანიის მენეჯმენტმა უნდა მიმართოს კონტროლის დამატებით ღონისძიებებს, რომელიც საჭიროა ამ რისკების შესამცირებლად.

იხილეთ: https://www.moh.gov.ge/ka/741/

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები