სასოფლო-საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

12 მაისი, 2020

აჭარაში სასოფლო-საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გაეცნო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობთ, აჭარის ყველა მუნიცპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლებათ.

,,საქართველოს მთავრობის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად თითოეულ გლეხს, ფერმერს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა. აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში ყველა მუნიცპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება ფაქტობრივად უფასოდ შეეძლებათ“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალსოფელის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში წარმოებული ჩითილები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს უსასყიდლოდ დაურიგდება.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აქტიურად მიმდინარეობს ჩითილების გამოყვანა, რაც დაურიგდებათ ფერმერებს, გლეხებს და ისინი შეძლებენ მაქსიმალურად განავითარონ ადგილობრივი წარმოება.

აჭარის ფერმერთა საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, სარგავი და საჩითილე მასალა უზრუნველყოფს უხვი და ხარისხიანი მასალის მიღებას. ჩითილები ფერმერებს უსასყიდლოდ გადაეცემათ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები