სამუშაო შეხვედრა ბათუმის მერიაში

13 მაისი, 2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და მერიის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აქცენტი მოახლოებულ ტურისტულ სეზონზე და მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით გაკეთდა. განიხილეს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები. დაისახა სეზონის მოსამზადებელი ძირითადი მიმართულებები.

პრიორიტეტად რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუნიციპალური სერვისების განვითარება, სოციალური ჯანდაცვის მიმართულება.

თორნიკე რიჟვაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურისტული სეზონის მოსამზადებელ სამუშაოებზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან თანხვედრაში Covid19 -თან დაკავშირებით ადაპტირებული და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შეიქმნება ტურიზმის სეზონისთვის მოსამზადებელი შტაბი, რომელშიც მერიის სამსახურები იქნებიან ჩართულები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები