საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია განახლდა

13 მაისი, 2020

საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განახლდა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციის (COVID-19) პრევენციასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვით.

2020 წლის 13 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში მშენებარე სკოლები დაათვალიერეს.

ამ დროისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება 8 საჯარო სკოლის ახალი შენობის (სპორტული და სააქტო დარბაზებით) და 2 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის მშენებლობა. ასევე, დადებულია ხელშეკრულებები 15 საჯარო სკოლის სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე, რომელთა ძირითად ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები