სპორტული ინვენტარი

14 მაისი, 2020

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2020 წლის საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლებს უზრუნველყოფს სპორტული ინვენტარით.

აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლებმა საჭიროებების შესაბამისად მიიღეს მაგიდის ჩოგბურთის კომპლექტი, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის აღჭურვილობა, ჰანტელები სხვა სპორტული ინვენტარი.

2020 წელს სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფილი იქნა 10 საჯარო სკოლა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 32032 ლარი.

  • ქ. ბათუმის N14 საჯარო სკოლა;
  • ქ. ბათუმისს N26 საჯარო სკოლა;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლა;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლა;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლა;
  • იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლა;
  • ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლა;
  • ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლა.

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ორი წელია ახორციელებს სკოლების მომარაგებას სპორტული ინვენტარით. სპორტული ინვენტარით სულ უზრუნველყოფილია 30 საჯარო სკოლა.

აღნიშნული პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები