თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

15 მაისი, 2020

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსის მიზანია:
  • ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
  • ხელოვნებისა და კულტურის პროექტების მეშვეობით საზოგადოებაში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება და კულტურულ ღონისძიებებში მოქალაქეების მონაწილეობისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ  პირებს. პროექტი უნდა განხორციელდეს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის 2020 წლის ბიუჯეტი განისაზღვრება 45 000 ლარით; თითოეული პროექტისთვის გაიცემა არაუმეტეს 15 000 ლარისა.

განაცხადების მიღება იწარმოებს 15 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით.


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტი: 
ელ-ფოსტა: freeprojectsajara@gmail.com
ტელ: 422 24 53 82; 599 39 69 71
მისამართი: ბათუმი, გუდიაშვილის ქუჩა №4

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები