საჯარო სკოლების მშენებლობების განახლება აქტიურად მიმდინარეობს

16 მაისი, 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ, რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში ბეღლეთისა და განახლების მშენებარე სკოლები, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში დაბა ქედის სკოლის ახალი, მშენებარე, სპორტკომპლექსი დაათვალიერა.

ბეღლეთის და განახლების სკოლები 150 მოსწავლეზეა გათვლილი, რომლებშიც საკლასო ოთახებთან ერთად განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობებში მოეწყობა პანდუსები და ლიფტები.

დაბა ქედის სკოლის სპორტკომპლექსში მოეწყობა კალათბურთის მოედანი პროფესიონალური, სტანდარტული ზომებით, გასახდელებით, ტრიბუნით მაყურებელთათვის. სპორტკომპლექსი გამოყენებული იქნება სპორტის სხვა სახეობებისთვისაც.

მიმდინარე წელს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 36 საჯარო სკოლაში განხორციელდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები