მთიანაჭარას ახალი ტურისტული პროდუქტი შეემატება - ჩირუხის მთის განვითარებაზე მუშაობა დაწყებულია

17 მაისი, 2020

მთიანაჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება გრძელდება. ამჯერად, ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა ჩირუხის მთაზე მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ პირველი სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი თვითმართველობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და პროექტზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ჩირუხის მთაზე გამართა, სადაც არსებული ტურისტული პოტენციალი და პროდუქტის განვითარების კონცეფციები განიხილეს.

ამ ეტაპზე, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის დამუშავება მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც ტურისტული პროდუქტის ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება.

ჩირუხის მთა ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება. მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა.

მთიანაჭარაში ეკოტურისტული და სამთო ტურისტული პროდუქტების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია, რათა რეგიონის სტუმრებს საშუალება ჰქონდეთ ზღვასთან ერთად მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებით ისარგებლონ. ჩირუხის მთა ამ მხრივ გამორჩეულია თავისი ავთენტური და განსხვავებული ტურისტული შესაძლებლობებით. მთაზე არსებულ ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე მოგზაურობა ტურისტებს წელსაც შეუძლიათ, თუმცა ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნის შემთხვევაში ჩირუხი უფრო მიმზიდველი გახდება ალპურ ბუნებაში თავგადასავლების მოყვარულთათვის“, განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
402829301234
41567891011
4212131415161718
4319202122232425
442627282930311
452345678

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები